წარმოადგენს კომპლექსურ კონსტრუქციას, რომელიც შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ცალკეული კომპონენტებისგან. ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კონსტრუქციის სწორი დაგეგმვა რათა არ მოხდეს კონსტრუქციის სხვადასხვა კომპონენტების შეუთავსებლობა, იყოს მოსახერხებელი, ადვილად მოსახმარი და ამავდროულად დახვეწილი და ინტერიერის შესაბამისი. ყოველივეს გათვალისწინებით ჩვენ საკმარის დროს ვუთმობთ დაგეგმარებას და მოდელირებას რათა გავითვალისწინოთ და წინასწარ განვსაზღვროთ საბოლოო მომხმარებლის საჭიროებები და მაქსიმალურად ავსახოთ ეს წვრილმანები კონსტრუქციაში.
მშვიდი ძილი და დასვენება უმნიშვნელოვანესია ადამიანის ცხოვრებაში. სწორედ ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი საძინებლის დაგეგმარებისას. ამ დროს ვითვალისწინებთ ოთახის განლაგებას, ინტერიერის დიზაინს, დამკვეთის სურვილს და ამ მონაცემების საფუძველზე ვქმნით ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს. გარდა დიზაისა, რომელიც გარეგნულად ადვილად შესამჩნევია, ჩვენი ავეჯი გამოირჩევა კონსტრუქციის სწორი დაგეგმვით. ჩვენს ავეჯში კონსტრუქცია თვითონ მუშაობს სიმყარეზე, რის გამოც ჩვენი ავეჯი მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ ისეთივე მდგომარეობაში როგორიც თავდაპირველად იყო.
შემოსასვლელი ნებისმიერი ინტერიერის განუყოფელი ნაწილია და ინტერიერის ყველაზე აქტიურად მოხმარებადი ნაწილია. ამის გამო საჭიროა საუკეთესო სტანდარტულ გადაწყვეტილებებთან ერთად, თითოეული პროექტის ინდივიდუალურად განხილვა და ოპტიმალური კონსტრუქციის შექმნა.
საოფისე ავეჯის დამზადებისას ვიყენებთ თანამედროვე სტანდარტების საუკეთესო გადაწყვეტილებებს
სხვადასხვა სტანდარტული და ინდივიადუალური ავეჯის დამზადება, როგორიც არის ტანსაცმლის კომოდი, ტუმბო, ჟურნალების მაგიდა და სხვა.