დაზიანებული (გაბზარული, გატეხილი) მინაპაკეტის შეცვლის სერვისი
მინაპაკეტი წარმოადგენს 2 ან მეტი მინისგან დამზადებულ ჰერმეტულ კამერას. მინაპაკეტი შეიძლება იყოს 1, 2 ან მეტი კამერით. მინაპაკეტის მინებს შორის თავსდება სპეციალური ალუმინის შუასადები (ე.წ. ბუტილი). 1 კამერიანი მინაპაკეტის სტანდარტული სისქე არის 20მმ. (2 ცალი 4 მმ. სისქის მინა და 12 მმ. სისქის შუასადები). მინის და შუასადების სისქეების ცვლილებით შესაძლოა სხვადასხვა სისქის მინაპაკეტის დამზადება. მინაპაკეტის შუასადებში მოთავსებულია ადსორბენტი, ფხვნილის სახით. ეს უკანასკნელი ხელს უშლის კამერის შიგნით დაორთქვლას.
როგორ ავიღოთ მინის ზომა?
მინის ზომა აიღება შტაბიკების ძირიდან, ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად
რა ღირს მინაპაკეტის შეცვლა?
მომსახურება შეადგენს ფიქსირებულ 50 ლარს ხოლო 1კვ/მ მინაპაკეტის ღირებულება 50 ლარს.
შესაბამისად თუ გამოსაცვლელი მინაპაკეტი არის 1 კვ/მ, დაზიანებული მინაპაკეტის შეცვლის მომსახურების სრული ღირებულება იქნება 100 ლარი.