საუკეთესო და მოწინავე – მარტივად ასე შეიძლება დახასიათდეს ალუმინის პროფილისგან დამზადებული კონსტრუქციები. უფრო დეტალურად კი ალუმინის უნიკალური თვისებების გათვალისწინებით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბაზარზე წარმოდგენილია ალუმინის პროფილების დიდი არჩევანი.
რაც შეეხება კარ ფანჯრის კონსტრუქციებს, აქ პროფილები იყოფა 2 კატეგორიად: ცივი ალუმინი და იზო-ალუმინი (თერმო ალუმინი).
ცივი ალუმინი წარმოადგენს ალუმინის პროფილს, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის კარ-ფანჯრის დასამზადებლად. ამ შემთხვევაში ალუმინის პროფილს არ გააჩნია თერმო ბარიერი და მისი თბოდანაკარგი საკმაოდ შესამჩნევია. ამის მიუხედავად ასეთი პროფილები ფართოდ გამოიყენება ისეთ კონსტრუქციებში სადაც თბო იზოლაცია არ წარმოადგენს კრიტიკულ პარამეტრს.
იზო-ალუმინი წარმოადგენს ალუმინის პროფილს, რომელსაც გააჩნია თერმო ბარიერი, პლასტმასის ხიდის სახით. ასეთი პროფილის თერმოსაიზოლაციო თვისებები უტოლდება მეტალო-პლასტმასის პროფილის თვისებებს.
გარდა თერმოსაიზოლაციო თვისებებისა, ალუმინის პროფილები განსხვავდება მასალის სისქითაც. ბაზარზე წარმოდგენილია 1მმ. – 1,2მმ. – 1,4მმ. – 2მმ. სისქის მქონე პროფილები. მასალის სპეციფიკიდან გამომდინარე მინიმალური სისქის ალუმინის პროფილიც კი უკეთეს სამომხმარებლო თვისებებს ავლენს მეტალო-პლასტმასის კონსტრუქციებთან შედარებით.
A Dr Write My Essay loud woman who`s always letting off steam named calliope, after the strident steam-whistle instrument named in honor of the greek muse of epic poetry.