ზომები: W x D x H სმ.
პატარა: 60 x 35 x 120 სმ. – 350 ლარი.
საშუალო: 60 x 35 x 150 სმ. – 400 ლარი.
დიდი: 60 x 35 x 200 სმ. – 450 ლარი.
მთელ სიმაღლეზე 3 მეტრამდე – 600 ლარი
მონტაჟი – 150 ლარი.
ამგვარად, გათბობის ქვაბის კარადა წარმოადგენს ქვაბის თბოიზოლაციას. კარადის შიგნით არსებულ სივრცეში მყარდება შესაბამისი მიკროკლიმატი, რაც იცავს ქვაბს გაყინვისგან ზამთარში და გადახურებისგან ზაფხულში. ასეთი მიკროკლიმატი მიიღწევა მეტალო-პლასტმასის კარკასის და XPS სენდვიჩ-პანელების გამოყენებთ. ამგვარად, კონსტრუქციაში გამოყენებული ორივე მასალა წარმოადგენს კარგ თბოიზოლატორს და როგორც წესი აღარ საჭიროებს დამატებით თბოიზოლაციას. განსაკუთრებულ შემთხვევებში (მკაცრი კლიმატის ზონებში) შესაძლებელია კარადის დამატებით, ნაწილობრივი (მხოლოდ მილების) ან სრული იზოლაცია, სხვადასხვა მასალების გამოყენებით.
დამატებით, ჩვენი კარადები აღჭურვილია სავენტილაციო კლაპანით, რაც უზრუნველყოფს ერთის მხრივ კონსტრუქციის ჰერმეტულობას და მეორეს მხრივ უსაფრთხო განიავებას გაზის გაჟონვის შემთხვევაში
გარდა ზემოთხსენებულისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაფუთი კარადის მონტაჟი. მონტაჟისას, დაცული უნდა იყოს იზოლაციის და ჰერმეტულობის ტექნოლოგია. ასევე, კარკასის გადაბმები უნდა შეივსოს ჰერმეტიკით ან სამონტაჟო ქაფით, რათა არ მოხდეს მიკროკლიმატის განიავება, გადაბმებში არსებული ღრეჩოებიდან. ასევე მნიშვნელოვანია, გამონაბოლქვი მილის სწორი მონტაჟი და სხვადასხვა კომუნიკაციების შესასვლელების სწორი ჰერმეტიზაცია.