რთულად მისადგომი მაღლივი სამუშაოები ფართოდ გამოიყენება ქალაქის პირობებში, სადაც მრავლადაა მაღალსართულიანი შენობები.
ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია მაღლივი სამუშაოებისთვის ტექნიკის გამოყენება და ამ დროს პროფესიონალ ალპინისთთა დახმარება შეუცვლელი ხდება.
საქმიანობის მაღალი რისკის გამო შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება რამოდენიმეჯერ უფრო მაღალია იგივე სამუშაოს ჩვეულებრივ პირობებში შესრულებასთან შედარებით.
ჩვენი სამუშაო მრავალმხრივი და მრავალპროფილურია. სამუშაოების 90% წარმოადგენს ფასადების დათბუნებას, ფასადების ჰიდროიზოლაცას, ფასადების რემონტს, გარე სავენტილაციო მილების მონტაჟს. ამის გათვალისწინებით ჩვენი ტექნიკური აღჭურვილობა განსაკუთრებით მორგებულია მსგავსი საქმიანობისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს უმოკლეს დროში და უსაფრთხოდ შევასრულოთ სამუშაო.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა ჩვენს მომსახურებაში შედის შემდეგი ტიპის საქმიანობა:
სარეკლამო – სარეკლამო ბანერების და სხვა მასალების მონტაჟი/დემონტაჟი შენობის ფასადებზე და სხვა ტიპის კონსტრუქციებზე. სარეკლამო განათების მონტაჟი/დემონტაჟი
გარე კომუნიკაციები – სანიაღვრე მილების მონტაჟი, ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი, სავენტილაციო მილების მონტაჟი, კონდიციონერის მონტაჟი
ფასადური სამუშაოები – ფასადების რეცხვა, ფასადების შეღებვა, ფასადების ჰიდროიზოლაცია, ფასადების ჰერმეტიზაცია, ფასადების თბოიზოლაცია
გადახურვის მონტაჟი – სხვადასხვა მასალების გამოყენებით გადახურვის მოწყობა (თუნუქი, პროფნასტილი, კრამიტი, კომპოზიტური მასალები)
დემონტაჟი – ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი, კედლის დემონტაჟი
ტვირთის ატანა/ჩამოტანა – არაგაბარიტული ტვირთის შენობის გარედან ატანა ან ჩამოტანა (ლიმიტი 500 კილომდე)